საფრანგეთის პრეზიდენტმა ნოტრ-დამში ხანძრის გამო ერისადმი დღეს დაგეგმილი მიმართვა გადადო

პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარში დღეს გაჩენილი ხანძრის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი საღამოსთვის დაგეგმილი მიმართვა გადადო. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

საფრანგეთის დედაქალაქის მერი ან იდალგო ტაძრის სიახლოვეს მყოფ ადამიანებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების მუშაობას, რომლებიც ნოტრ-დამში გაჩენილ ხანძარს აქრობენ.

ამ დრომდე პოლიციას მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. ცნობილია, რომ ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომლის ღირებულება 6 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა