მსოფლიოს ლიდერები პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს ეხმაურებიან

მსოფლიოს ლიდერები პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს ეხმაურებიან. ერთ-ერთი პირველი აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო, რომელიც ხანძარს „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

“საზარელი სანახავია მასიური ხანძარი, რომელიც ნოტრ-დამში გაჩნდა. შესაძლოა სპეციალური ვერტმფრენების გამოყენებით მოხდეს მისი ჩაქრობა. სწრაფად მოქმედებაა საჭირო”, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ “მას გული შესტკივა პარიზელებზე მას შემდეგ, რაც ცეცხლში გახვეული ნოტრ-დამი იხილა”.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ასევე გამოეხმაურა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს.

“ნოტრ-დამი რწმენის სიმბოლოა. გული მტკივა, როდესაც ვხედავ, რომ ღვთის სახლი ალშია”,- აღნიშნა მაიკ პენსმა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა კი აღნიშნა, რომ “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი სრულიად ევროპის ღვთისმშობლის ტაძარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო