აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია, ირაკლი კობახიძეს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს ხვდება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია, რომელიც 20 წევრისგან შედგება, ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს ხვდება.

კონგრესმენები დღეს შეხვედრებს გამართავენ, როგორც პარლამენტის, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.

„ჩვენ განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის: საქართველოს ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკურ ოჯახში, ასევე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და სხვა მნიშვნელოვანი თემები. საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეს არის იმის დამსახურება, რომ წლების განმავლობაში, კონგრესა და პარლამენტს, მთავრობებს, ხალხებს შორის ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობაა", -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო