ვლადიმერ იმნაძემ გამგებლებს საპატიო სიგელები გადასცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, დიდუბის რაიონის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილსა და საბურთალოს რაიონის გამგებელს, გაიოზ ვასაძეს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისადმი გამოჩენილი ყურადღების, პატივისცემისა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა, საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას ვეტერანების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„შეხვედრაზე გამგებლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქვეყნის წინაშე ვეტერანთა განსაკუთრებულ ღვაწლსა და დამსახურებას და აღნიშნეს, რომ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ ვეტერანთა მხარდაჭერას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა