20-23 აპრილს „ქარვასლაში“ წიგნის დღეები გაიმართება

20-დან 23 აპრილის ჩათვლით, სავაჭრო და ბიზნესცენტრ „ქარვასლაში“ წიგნის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L“-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, წიგნის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მკითხველისთვის გამომცემლობა „პალიტრა L-სა“ და ბიზნესცენტრ „ქარვასლას“ თანამშრომლობით მზადდება.

„20-23 აპრილს „ქარვასლაში“ გაიმართება წიგნის ბაზრობა, სადაც აუთლეტის წიგნებიც გაიყიდება. ხელმისაწვდომი იქნება საკურიერო სერვისი, რათა სტუმრებმა ადგილიდანვე შეძლონ ადრესატისთვის საჩუქრის გაგზავნა. მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ თავიანთ საყვარელ ქართველ მწერლებს, უფასოდ დააგემოვნონ ცხელა ყავა ან ჩაი, კონკრეტულ მაღაზიებში განსაზღვრული რაოდენობის თანხის დახარჯვისას მიიღონ საჩუქრები. გარდა ამისა, იგეგმება სხვა ბევრი სიურპრიზი და გასართობი ღონისძიება ბავშვებისთვის.

წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია. ღონისძიებები ჩატარდება სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ მე-2 სართულზე. შენობა ადაპტირებულია,” - ნათქვამია გამომცემლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიების ბმული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო