„ზანავის“ მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია აუქციონზე გაიყიდა

სოფელ ზანავის მიმდებარე ტერიტორიაზე „ზანავის“ მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია (ჭაბურღილები №39, №143 და №144) აუქციონის წესით გაიყიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, აუქციონზე ლიცენზია 1 000 000 ლარად იყო გამოტანილი, გასაყიდმა ფასმა კი 1 100 000 ლარი შეადგინა. 15 აპრილს გამართული აუქციონის გამარჯვებული შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ გახდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სალიცენზიო პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით განახორციელოს მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია და ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 50 მოქალაქის დასაქმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა