მიხეილ ბატიაშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ინიციატივას უერთდება, რომ 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდეს

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძის ინიციატივას უერთდება, რომ 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდეს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ წამოწყებას მრავალი თანამოქალაქე შეუერთდება.

„წიგნის ჩუქება შემეცნების სიხარულის გაზიარებაა სხვებისთვის – ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, მეგობრისა თუ სრულიად უცნობისთვის. ბავშვებისათვის კი ეს მომენტი სრულიად განსაკუთრებული და ახალი განცდებისა თუ გამოცდილების დასაწყისი შეიძლება გახდეს. სიამოვნებით ვუერთდები ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძეს, 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადების ინიციატივას. მჯერა, რომ ამ შესანიშნავ წამოწყებას ჩვენი მრავალი თანამოქალაქე შეუერთდება და ყველა ერთად ფასეულ ტრადიციას დავუდებთ სათავეს“ , - აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მომავალში არაერთი ღონისძიებით შეუერთდება წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადების ინიციატივას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო