ისნის გამგეობა ოთხი საცხოვრებელი სახლის გამაგრების პროექტს ახორციელებს

ისნის რაიონში, საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

ამ დროისთვის, აბრამიშვილის ქუჩის N37-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფასადის აღდგენა ხდება, ხოლო დოდაშვილის ქუჩის N23-სა და არმაზის ქუჩის N17-ში მდებარე თბილისურ ეზოში, ავარიული სახლების გამაგრება მიმდინარეობს. დასასრულს უახლოვდება ქეთევან წამებულის გამზირის N63ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული გამაგრებისა და აღდგენის სამუშაოები.

პროექტის მიხედვით, ბეტონის ფილებით თითოეული შენობის საძირკვლის გამაგრება ხდება, ეწყობა რკინა-ბეტონის სარტყელები და ზღუდეები, ხდება კედლების ჩასმა არმატურის დამცავ ბადეებში, ტარდება სახურავების რეაბილიტაცია, რომელიც ხის მასალით კონსტრუქციის სრულად აღდგენას, ახალი სახურავის მოწყობასა და ფასადის განახლებას მოიცავს.

ოთხივე შენობის გამაგრებისა და ფასადის აღდგენის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 326 388 ლარით დაფინანსდა.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს ისნის გამგეობამ ავარიული სახლები ორ მისამართზე - არარატის ქუჩის N23-სა და კასპის ქუჩა N2-ში გაამაგრა.

აღნიშნული მიმართულებით, პროექტების განხორციელებას გამგეობა მომავალშიც გეგმავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს