კამპანია, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული მანქანების ინსტალაციები დამონტაჟდა, შსს-მ განახორციელა

სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქსა და რეგიონებში დამტვრეული მანქანების ინსტალაციები დამონტაჟდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა. როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნული კამპანიის პრეზენტაციისას განაცხადა, მისი მიზანი საზოგადოების წევრების კომფორტის ზონიდან გამოყვანაა, რათა საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევა რეალურად შეფასდეს.

„ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი კამპანიის, რომელსაც „მეტი სიცოცხლისთვის“ დავარქვით, ძირითადი მიზანი იყო, საზოგადოების თითოეული წევრი გამოგვეყვანა კომფორტის ზონიდან. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ჩვენ ეს შევძელით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კრიტიკოსს, მათ შორის მძაფრი კრიტიკისთვის, ასევე ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს და კიდევ ბევრ ადამიანს, რომლებმაც მართლაც კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა, თუმცა ეს არ ყოფილა ჩვენი მარტივი არჩევანი. ყოველთვის ვიაზრებდით და დღესაც ვიაზრებთ, რომ თუ ობიექტურ რეალობას არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რომლის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეო-რგოლები.

იხილეთ ვიდეო: კამპანია, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული მანქანების ინსტალაციები დამონტაჟდა, შსს-მ განახორციელა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა