ამერიკელი კონგრესმენი - კარგად გვესმის, რა ღირებულებები გააჩნია საქართველოს და რასთან უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს და გააძლიეროს დემოკრატია

ჩვენ კარგად გვესმის, რა ღირებულებები გააჩნია საქართველოს და რასთან უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს და გააძლიეროს დემოკრატია, - ამის შესახებ კონგრესმენმა დევით პრაისმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ კარგად ვუწყით, რომ ათი წელია საქართველო აძლიერებს თავის მისწრაფებას გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი და შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, რომ გაზიარებული იქნას საუკეთესო პრაქტიკები. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ სრულყოფილი მაგალითი არ არსებობს დემოკრატიის კუთხით. ყოველთვის საჭიროა მუდმივი ცვლილებები და ეს ცვლილებები უნდა იყოს შესაბამისი არსებულ მდგომარეობასთან. ჩვენ გვჭირდება, რომ შევინარჩუნოთ საზოგადოების ნდობა და პატივი ვცეთ მათ მოსაზრებებს. მაშინ როცა საუბარია პარლამენტთან ურთიერთობებაზე, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ურთიერთობის გაღრმავებას. არაერთი მნიშვნელოვანი აზრი გაჟღერდა დილიდან დაწყებულ შეხვედრაზე, მათ შორის რაოდენ მხარდამჭერები ვიქნებით ერთმანეთის და ჩვენი ვიზიტი რეგიონში იქნება წინაპირობა ამ ურთიერთობების გამყარების”, - განაცხადა კონგრესმენმა დევით პრაისმა და იქვე დასძინა, რომ დელეგაცია საქართველოს შემდეგ ვიზიტს სომხეთსა და უკრაინაში გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა