პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე კანონპროექტს სახალხო დამცველის მოსმენის შემდეგ უყრის კენჭს

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს მას შემდეგ უყრის, რაც აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველის მოხსენებას მოისმენს.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით, 17 აპრილის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილავს. 18 აპრილს კი, ამავე საკითხზე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებას მოისმენს, რომელიც პარლამენტში მოხსენებით საკუთარი ინიციატივით მოდის. სწორედ ამის შემდეგ გაიმართება საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენა საკითხი, რომ მისი გამოსვლა წინ უსწრებდეს საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა