კახა კალაძე - ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა

დარწმუნებული ვარ, ამ პროექტით ჩვენ შევძლებთ, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ ღირსებულად და მეტი ადამიანი გადავარჩინოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმისა და სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში.

„ძალიან მძიმეა არსებული მდგომარეობა ამ მიმართულებით, ჩვენ სტატისტიკაც ვნახეთ და თუ ამ ყველაფერში არ იქნა ერთიანი ძალისხმევა მიმართული, მხოლოდ ერთი უწყება, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას. მნიშვნელოვანია, ასევე საზოგადოების აქტიური ჩართულობა. ქვეყანაში სერიოზული გამოწვევა და პრობლემა დგას, სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი იღუპება და ყველაზე მთავარი და ძვირფასი ჩვენთვის სიცოცხლეა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მთელ ქვეყანაში ასეთი ტიპის ღონისძიებები გატარებულია და საკამოდ კარგი შედეგებიც აქვს. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ ღირსებულად და მეტი ადამიანი გადავარჩინოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მეტი სიცოცხლისთვის,” - განაცხადა კახა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ წარადგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს