დავით ბაქრაძე - კონგრესმენების მხრიდან მაღალი დაინტერესება იყო შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის, როგორ ჩატარდება 2020 წლის არჩევნები

აშშ-ს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ შეფასებები საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გააკეთეს. "ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, დეპუტატები შიდაპოლიტიკური მდგომარეობით დაინტერესდნენ.

"რამდენიმე მთავარი თემა იყო შეხვედრაზე, ტრადიციული თემები, სადაც ჩვენ ძალიან გვჭირდება და ვაფასებთ კონგრესის მხარდაჭერას არის: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში კონგრესმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია და დოკუმენტი მიიღო. განსხვავებით წინა შეხვედრებისგან კონგრესმენების მხრიდან ძალიან მაღალი დაინტერესება იყო შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. ვინაიდან მათი განცხადებით და ეს ასეა ნებისმიერი დემოკრატიის პირობებში, საფუძველი არის თავისუფალი არჩევნები, რომელსაც შედეგად შეიძლება მოყვეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, ამიტომ ისეთ ტრადიციულ თემებთან ერთად როგორიც არის ჩვენი უსაფრთხოება და ნატო, დღეს განსაკუთრებული ყურადღება მათი მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც დაეთმო შიდა საკითხებს: არჩევნებს, დემოკრატიას და იმ პერსპექტივას, როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება 2020 წელს. ყველა ჩვენს მეგობარს ესმის, რომ საქართველოს სტაბილურობისთვის აუცილებელია არჩევნების შედეგები ასახავდეს ხალხის განწყობას. არჩევნები, რომელსაც ხელისუფლება მოიგებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მოსყიდვით, დაშინებით, ვერასდროს გახდება ქვეყანაში სტაბილურობის გარანტია. ამიტომ არიან დაინტერესებული ჩვენი მეგობრები, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, დემოკრატიულ არჩევნებს ჰყავდეს გამარჯვებული, ვისაც ხალხი აირჩევს და არა ის, ვინც აკონტროლებს ძალადობას, პოლიციას, ფულს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს