მმართველი გუნდი მოსამართლეების არჩევის წესზე ვენეციის კომისიის რეკონდაციების განხილვას ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გეგმავს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისთან წესთან დაკავშირებით უმრავლესობის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკონდაციებს ხვალ მმართველი გუნდი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით განიხილავს. ამის შემდეგ საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე გავა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, პროექტის მეორე მოსმენით მიღებამდე, მასში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აისახოს.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დღეს, დღის პირველ ნახევარში იქნება წარმოდგენილი. ხვალ დილისთვის დაგეგმილი გვაქვს ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრა, რათა ვენეციის კომისიის რეკონდაციები განვიხილოთ ერთად. ამის შემდეგ, 12:00 საათიდან საკითხს პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში განვიხილავთ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დღეს აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. თავის დროზე, გაცნობეთ, რომ კანონპროექტის მიღება ამ კვირაში - 19 აპრილამდე გვინდოდა. ეს ვენეციის კომისიამ გაიზიარა და სწორედ ამ გათვლით დღეს თავის რეკომენდაციებს წარმოადგენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს