ენერგოომბუდსმენი - გასულ წელს გაზის აფეთქებისა და მხუთავი აირისაგან მოწამლვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შესაბამისი რეგულაციების და მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობით აიხსნება

გასულ წელს გაზის აფეთქებისა და მხუთავი აირისაგან მოწამლვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შესაბამისი რეგულაციებისა და მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობით აიხსნება, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბუნებრივი გაზის სექტორში ბოლო წლებში საკმაოდ რთული მდგომარეობა შეიქმნა მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„2018 წელს საქართველოს რიგ ქალაქებში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის აფეთქების არაერთი შემთხვევა, ასევე, დაფიქსირდა მხუთავი აირისგან მოწამლვის და გარდაცვალების შემთხვევები. რაც გამოწვეულია შესაბამისი რეგულაციებისა და მაკონტროლებელი ორგანოების არარსებობით. გაზთან დაკავშირებით აქტუალური იყო აღრიცხვიანობის დარღვევა, შეუსაბამოდ მაღალი გადასახადები გორისა და თელავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მაგალითზე, გაზიფიცირების მიღმა დარჩენილი სოფლები, ბუნებრივი გაზის ხარისხი, ახალი მომხმარებლების გაზის ქსელზე მიერთების საკითხი,"-განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა