ოთარ კახიძე უმრავლესობას - ივანიშვილი მურუსიძის ადვოკატად მოგვევლინა, იზიარებთ თუ არა იმ მოსაზრებას, რომ გირგვლიანის საქმეში დამნაშავე იყო არა მურუსიძე, არამედ შავგულიძე?

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ღირებულება სასამართლოს გაკონტროლებაა. ამის შესახებ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა ლევან მურუსიძე სწორედ იმიტომ შეარჩია, რომ როგორც წინა ხელისუფლების პირობებში ასრულებდა ხელისუფლების დაკვეთებს, ისე შეასრულებს ივანიშვილის დაკვეთებსაც.

„ივანიშვილის განცხადებით, თურმე სანდრო გირგვლიანის საქმეში დამნაშავე ყოფილა მისი ადვოკატი, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაამარცხა მაშინდელი ხელისუფლება. თავად ბატონი ივანიშვილი ლევან მურუსიძის ადვოკატად მოგვევლინა, რომელიც უზენაეს სასამართლოში განიხილავდა გირგვლიანის საქმეს და რომლის პირდაპირი ვალდებულება იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება ყოფილიყო გარანტირებული აღნიშნულ საქმეში. თქვენი შეფასება მაინტერესებს, ეთანხმებით თუ არა თქვენი პარტიის თავმჯდომარის ამ განცხადებას, იზიარებთ თუ არა იმ მოსაზრებას, რომ გირგვლიანის საქმეში დამნაშავე იყო არა მურუსიძე, არამედ შავგულიძე? ეს ძალიან ნიშანდობლივი განცხადებაა, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არანაირი არც მორალური ღირებულებები არსებობს და არის ფარისევლობის ზეიმი, როდესაც ივანიშვილისთვის თურმე ის საკითხები, რომელზეც კაპიტალიზებას ახდენდა ამდენი წლის განმავლობაში, თურმე არაფერს ნიშნავს. მისთვის ერთადერთი ღირებულება არის სასამართლოს გაკონტროლება და მურუსიძე სწორედ იმიტომ შეარჩია, რომ როგორც წინა ხელისუფლების პირობებში ასრულებდა ხელისუფლების დაკვეთებს, ისე შეასრულებს ივანიშვილის დაკვეთებს. შალვა შავგულიძე კი არის სიმართლისთვის ბრძოლის სიმბოლო, არის სიმბოლო პრინციპულობის და სამართლიანობის და სწორედ ამიტომ დაგამარცხებთ თქვენც მურუსიძიანად როგორც არჩევნებზე, ისე მორალურადაც ნებისმიერ დისკუსიაში“, -მიმართა კახიძემ უმრავლესობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო