მუხიანის მე-4 ა მიკრორაიონის N1-4 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში მდებარე N1-4 კორპუსების მიმდებარედ, დუმბაძის გამზირის დასაწყისში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო და მოსახლეობას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„მუხიანში, დუმბაძის გამზირზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დავიწყეთ. აღნიშნული სკვერი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციის შემდეგ კი მოსახლეობა კეთილმოწყობილი და განახლებული სივრცით ისარგებლებს. რაიონში ამ ეტაპზე, ათი მცირე და ორი დიდი ზომის სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოები, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „გია კონსტრაქშენი“ ახორციელებს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

სკვერის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 999 ლარია გათვალისწინებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს