პარლამენტი ნდობის ჯგუფის განახლებული წესით დაკომპლექტების ინიციატივაზე დაჩქარებული წესით მსჯელობს

პარლამენტი დაჩქარებული წესით რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობს, რომელიც ნდობის ჯგუფის განახლებული წესით დაკომპლექტებას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, პარლამენტში უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში, უმრავლესობის გარეთ დარჩენილი წევრები უფლებამოსილი იქნებიან, ნდობის ჯგუფში წარადგინონ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტი მხარდაჭერის მქონე 2 პარლამენტის წევრი.

ამასთან, ნდობის ჯგუფში წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს უფლება ექნებათ, ნდობის ჯგუფში წარდგენილ შესაბამის წევრზე უფრო მეტი მხარდაჭერის მქონე ახალი კანდიდატურა წარადგინონ. მეტი მხარდაჭერის პრინციპი უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატურაზე არ გავრცელდება.

როგორც პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, რეგლამენტის 157-ე მუხლით დადგენილი წესით, ნდობის ჯგუფის ფორმირებისას პრაქტიკაში ხარვეზები გამოიკვეთა, რის გამოც დღეისათვის ნდობის ჯგუფის სრული შემადგენლობით დაკომპლექტება ვერ ხორციელდება.

ცნობისთვის, პარლამენტის ნდობის ჯგუფი, რომელიც მოქმედი კანონით ხუთი წევრისგან უნდა შედგებოდეს, სადღეისოდ მხოლოდ ორი წევრით არის წარმოდგენილი - ესენია ირაკლი სესიაშვილი და მაჟორიტარ დეპუტატთა კვოტით წარდგენილი არჩილ თალაკვაძე. უმრავლესობის შემადგენლობიდან გასვლის გამო ნდობის ჯგუფის წევრობა დაკარგა ეკა ბესელიამ და ასევე, ირაკლი აბესაძემ, რომელიც ნდობის ჯგუფში უმცირესობას წარმოადგენდა, მაგრამ თავად საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა. ამასთან, ნდობის ჯგუფში დღემდე ვაკანტურად რჩება უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილი კვოტა, რადგან დეპუტატთა ეს ჯგუფი საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა