რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებას" ახალი პროგრამა აქვს: "სერიალები გადაარჩენს საქართველოს"

„ქართულ ოცნებას" ახალი პროგრამა აქვს: "სერიალები გადაარჩენს საქართველოს", - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, ისტორიულ აჩრდილებს შეეშვან და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იფიქრონ.

"ანუ გადავიღებთ სერიალებს, რათა ხალხმა დაინახოს, რომ ვცხოვრობთ ძალიან კარგად უბრალოდ, მათ ჰგონიათ, რომ ვცხოვრობთ ძალიან ცუდად, ანუ ამ მოჩვენებითობის განსაქარვებლად, ხალხის გამოსაფხიზლებლად უნდათ სერიალები. 6 წლის განმავლობაში არ ყოფილა 1 წელიც ეკონომიკური ზრდა ყოფილიყო 5%. იყო 2.9%, 2.8% , ყველაზე დიდი იყო 4.8%. როგორი სერიალიც არ უნდა გადაიღოს ბიძინა ივანიშვილმა გოგა ხაინდრავას ფანტაზიით, იმ რეალობას ვერ შეცვლით რა რეალობაშიც ჩააგდეთ ხალხი. ქვეყანა უკიდურესად გაღარიბებულია", -განაცხადა რომან გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა