შსს მოპედების რეგისტრაციას და მათი მართვის გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას გეგმავს

შსს მოპედების რეგისტრაციას და მათი მართვის გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განუცხადა, პირველ რიგში მოხდება მოპედების აღრიცხვა, რის შემდეგაც შესაძლოა, ისინი კატეგორიებად დაიყოს. მინისტრის მოადგილის თქმით, რეგულაციებს შესაძლოა იმ მოპედების მართვა დაექვემდებაროს, რომლის სიმძლავრეც მოტოციკლს უტოლდება.

„დღეს რეალურად რეგისტრირებული არაა რა მოპედები დადის, ვინ დადის, როგორი დადის, ზოგი - გადაკეთებულია, ზოგი - გადმოკეთებული. შესაბამისად, დავიწყებთ აღრიცხვას, რომ ვიცოდეთ რა დადის ქალაქში და მეორე - ვფიქრობთ, რომ შემოვიღოთ გარკვეული მართვის მოწმობის მსგავსი დოკუმენტი. მოპედიც სხვადასხვანაირია, ზოგი ველოსიპედის მაგვარია და ზოგი მოტოციკლის ტიპის. აქედან გამომდინარე, აქ ერთგვაროვანი მიდგომა არ გამოვა და ვფიქრობთ, ამის გრადაციაზე“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა