ხატია მოისწრაფიშვილი - პრეზიდენტი ახალქალაქში ქართულენოვანი ბაღის გახსნის საკითხზე უახლოეს მომავალში პრემიერს მიმართავს

12-14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა, ის ახალქალაქში ქართულენოვანი ბაღის გახსნის საკითხზე უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრს მიმართავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის პრესსპიკერმა ისაუბრა პრეზიდენტის სამცხე-ჯავახეთში სტუმრობაზე და აღნიშნა, რომ მან ახალქალაქში ქართულენოვანი ბაგა-ბაღის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

„საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბიზნესისა და წარმოების ხელშეწყობისა და რეგიონული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. „დედაენის დღესთან“ დაკავშირებით, პრეზიდენტმა რეგიონში მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა და ქართული ენის სწავლების პრობლემებზე საუბრისას, ახალქალაქში ქართულენოვანი ბაგა-ბაღის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტი ახალქალაქში ქართულენოვანი ბაღის გახსნის საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს“ , - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა