პარლამენტი UNICEF-თან ერთად ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობას აგრძელებს

პარლამენტი მუშაობას აგრძელებს იმ ინიციატივებზე, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულმა დირექტორმა აფშან ხანმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების და განსაკუთრებით, ბავშვთა უფლებების დაცვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, ამას ემსახურება გასულ წელს დაწყებული სპეციალური სოციალური დახმარების პროგრამა ბავშვებისთვის, აგრეთვე, უახლოეს წლებში განათლების სფეროსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართვა სკოლამდელ განათლებაზე.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაცით, აფშან ხანმა ირაკლი კობახიძეს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შემუშავების საკითხში საპარლამენტო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მან დაადასტურა ბავშვთა უფლებების გაუმჯობესების პროცესში ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა