ნათია თურნავა - მთავრობას ვთავაზობთ, რომ შემოიღონ გაზის დანადგარების ყოველწლიური სავალდებულო შემოწმება

მთავრობას ვთავაზობთ, რომ შემოღებულ იქნას გაზის დანადგარების ყოველწლიური სავალდებულო შემოწმება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს" ბუნებრივი გაზის სექტორში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, იმ ფონზე, რომ 2018 წელს ბუნებრივი გაზის აფეთქების, ასევე მხუთავი აირისგან მოწამვლისა და გარდაცვალების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც ენერგოომბუდსმენი შესაბამისი რეგულაციებისა და მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობას უკავშირებს, რა გეგმა აქვს უწყებას ამ პრობლემის გადასაჭრელად, თურნავა აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს უკვე მზად აქვს ცვლილებების პაკეტი, რომელსაც მთავრობას უახლოეს პერიოდში წარუდგენს დასამტკიცებლად.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, გაზის დანადგარების სავალდებულო შემოწმების გარდა, გამკაცრდება მონტაჟის წესები, რომელთა დარღვევა შესაძლოა, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდეს.

„მთავრობას ვთავაზობთ, რომ შემოღებულ იქნას გაზის დანადგარების ყოველწლიური სავალდებულო შემოწმება, გაკონტროლდეს დანადგარის მონტაჟის წესები, შემოღებულ იქნას უფრო მკაცრი ადმინისტრაციული და რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ამ წესების დარღვევაზე. შემოწმებას სპეციალური სერტიფიცირებული ორგანოები განახორციელებენ და ეს შემოწმება იქნება ჩვენი ძირითადი ბერკეტი, რომ გაზგამანაწილებელ კომპანიებთან ერთად მუდმივი მონიტორინგი განვახორციელოთ მიერთებისა და მონტაჟის წესების დაცვაზე, რაც პრაქტიკის მიხედვით უბედური შემთხვევების ძირითადი მიზეზია,“-აცხადებს თურნავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს