“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით დავით ბაქრაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ შეუნარჩუნდება

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში ასახულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე აღარ შეუნარჩუნდება.

სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად არეგულირებს, მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდა.

პროექტი სახეცვლილი სახით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ წარადგინა.

აღნიშული პროექტის თავდაპირველი ვარიანტით განსაზღვრული იყო, რომ მეშვიდე და მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეებს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე შეუნარჩუნდებოდათ. საკანონმდებლო ინიციატივა მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდა და მასში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვით, დავით ბაქრაძეს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე აღარ შეუნარჩუნდება.

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა ერთი წლის ვადით დარჩება. ერთი წლის გასვლის შემდეგ კი, მთავრობა გადაწყვეტს გაუგრძელოს თუ არა ყოფილ უმაღლეს თანამდებობის პირებს სახელმწიფო დაცვით მომსახურება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა