ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზე - ის ადგენს უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც ანალოგი არ აქვს ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში ანალოგი არ აქვს. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპონენტების კრიტიკა აბსოლუტურად არაჯანსაღი იყო.

„კრიტიკა აქამდეც აბსოლუტურად არაჯანსაღი იყო. ორგანულ კანონში რაც დღეს წერია ის რომ დაგვეტოვებინა, კერძოდ, ის, რომ კანდიდატს წარადგენს საბჭო და ამტკიცებს პარლამენტი, ეს იქნებოდა თავიდან ბოლომდე თავსებადი სამართლებრივ პრინციპებთან. როგორც მოგეხსენებათ, 30 წლის განმავლობაში ასეთი ნორმები ეწერა კანონში და არავის გასჩენია კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ერთპიროვნულად წარადგენდა ხოლმე, როგორც ეს ამერიკაში ხდება, კანდიდატებს და შემდეგ ამტკიცებდა პარლამენტი. არავითარი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა.

თუმცა, ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ვადგენთ ათჯერ და ასჯერ უფრო ღია და გამჭვირვალე პროცედურებს. აქ, შესაბამისად საუბარი ზედმეტია რაიმე სპეკულაციებზე. მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციებია ის კრიტიკა, რომელიც ჩვენ გვესმის ამასთან დაკავშირებით. ჩვენ დავადგინეთ ასჯერ უფრო ღია და გამჭვირვალე პროცედურა, ვიდრე გვევალებოდა. შესაბამისად, არის ამაღლებული სტანდარტი ეს იყო ჩვენი პოლიტიკური ნება და ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხდება ამის აღსრულება ორგანული კანონის დონეზე. საბოლოო ჯამში, ის პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც ანალოგი არ აქვს ევროკავშირის არცერთ ქვეყანაშიც. არის ღია, გამჭვირვალე პროცედურა იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ მივიღოთ შესაბამისი შედეგი რომელიც მდგომარეობას იმაში, რომ მაღალკვალიფიციური იურისტებით, მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო“, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს