განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ყაზახეთის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ყაზახეთის რესპუბლიკის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელ სააგენტოს (IAAR) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

„მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის განათლების ხარისხის განვითარების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. კერძოდ, არსებული ექსპერტთა ბაზებიდან საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესისთვის დარგის სპეციალისტების შეთავაზება, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება.

მემორანდუმის გაფორმებამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ყაზახეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა გაცნობითი შეხვედრა აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელ სააგენტოსთან (IAAR). შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობის ძირითად ასპექტებზე და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. უნდა აღინიშნოს, რომ IAAR ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი მააკრედიტებელი ორგანოა განათლების სფეროში და არის ისეთი საერთაშორისო ქსელების წევრი, როგორებიცაა: ENQA (განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია), EQAR (განათლების ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრი), WFME (სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია) და სხვა“, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა