ვაკის რაიონში ახალი ტიპის ტრენაჟორების მონტაჟი მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას განაგრძობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე სრულიად ახალი ტიპის - Street Workout-ის ტრენაჟორების მონტაჟი მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

„სპორტული მოედნების - ე.წ. ფიტნეს ზონების მოწყობა ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, N15 კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N34 კორპუსთან სრულდება.

რბილ საფარზე სპორტული კონსტრუქციების დამონტაჟების პროექტი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა. კომპლექსი ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებს (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს.

მსგავსი მოედანი ასევე, წყნეთში ეწყობა, ახლო მომავალში კი კუს ტბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით შპს „ემ ემ“-ი აწარმოებს.

აღნიშნული ტრენაჟორების გარდა, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში ხუთი ფიტნეს ზონა მოეწყო, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 90 000 ლარი დაიხარჯა”, - ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო