მაია ცქიტიშვილი - საგზაო უსაფრთხოება საერთო გამოწვევა, საერთო პრობლემაა, რომელსაც ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ

„წელს პირველად, სპეციალურად საგზაო უსაფრთხოებისთვის, გამოვყავით დაახლოებით 9 მილიონი ლარი, რაც სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში, 70 კმ-მდე მონაკვეთზე, პრევენციულ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე დაიხარჯება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ გეგმებზე იყო საუბარი.

„სამწუხაროდ, იქაც, სადაც ახალი გზები შენდება ან ხდება რეაბილიტაცია, გვაქვს ძალიან სამწუხარო სტატისტიკა და ხშირ შემთხვევაში სწორედ გზის ხარისხი აძლევს საშუალებას ჩვენს მოქალაქეებს, გადააჭარბონ დაშვებულ სიჩქარეს. კარგად გვახსოვს, ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ რამდენი ტრაგედიის მოწმე გავხდით. შარშან გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო უკვე ბიუჯეტის დაფინანსებით დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა და ამის მიზეზი მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაა. წელიწადში საშუალოდ 500 ადამიანის დაკარგვა და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, რა თქმა უნდა, საერთო გამოწვევა, საერთო პრობლემაა, რომელსაც ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

„ვიცე-პრემიერმა სოციალური კამპანიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ საზოგადოება საგზაო უსაფრთხოების პრობლემის გარშემო გააერთიანა“, - ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა