ოთარ კახიძე - ველოდები, როდის შემოგვთავაზებენ ვერსიას, რომ ვენეციის კომისია ოპოზიციური გახდა და ისაუბრებენ შეთქმულების თეორიაზე

პრაქტიკულად ყველა მიმართულება, რაზეც "ევროპული საქართველო" და სამოქალაქო საზოგადოება მიუთითებდა ხელისუფლებას ასახულია ამ დასკვნაში" , - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე ვენეციის კომისიის დასკვნას.

დეპუტატის განცხადებით, არის საკვანძო საკითხები, რომლის პრობლემურობაზეც ვენეციის კომისია მიუთითებს და რომელიც პარლამენტმა უნდა გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე შერცხვება.

„მნიშვნელოვანია საკითხი, რომ ვენეციის კომისიამ პარლამენტს პირდაპირ უთხრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს ნდობა მათ მიერ მიღებული ინფორმაციით და ამ პარლამენტმა არ უნდა დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო სრულად. ეს არის საკვანძო არგუმენტი დასკვნიდან. პრაქტიკულად, ყველა მიმართულება, რაზეც "ევროპული საქართველო" და სამოქალაქო საზოგადოება მიუთითებდა ხელისუფლებას, ასახულია ამ დასკვნაში. ველოდები როდის დაიწყებენ უხერხულად იმის მტკიცებას, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია თურმე გასათვალისწინებელი არ არის ან როგორ შემოგვთავაზებენ ვერსიას, რომ ვენეციის კომისია ალბათ ოპოზიციური გახდა და ილაპარაკებენ შეთქმულების თეორიაზე. ეს დასკვნა არის სერიოზული დარტყმა ხელისუფლებაზე", - განაცხადა კახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს