ნათია თურნავა ავტოსადგურების ლიცენზირებაზე - ვმსჯელობთ, როგორ იქნას დაცული უსაფრთხოების წესები, მოითხოვს თუ არა ეს ლიცენზირებას, მოგვიანებით გადავწყვეტთ

ჩვენ ძირითადად ვმსჯელობთ, როგორ იქნას დაცული უსაფრთხოების წესები,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ავტოსადგურების საქმიანობაზე კონტროლის გამკაცრების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რა ფორმით მოხდება უსაფრთხოების წესების დაცვა და საჭირო იქნება თუ არა ლიცენზირება ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაა.

„ჩვენ ძირითადად ვმსჯელობთ, როგორ იქნას დაცული უსაფრთხოების წესები. მოითხოვს თუ არა ეს ლიცენზირებას თუ რაიმე სხვა ღონისძიებას, ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ. დღესდღეობით საუბარია იმაზე, რომ უსაფრთხოების სტანდარტი იყოს დაცული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ, რომ ავტოსადგურების საქმიანობაზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით კანონპროექტს ეკონომიკის სამინისტრო უცხოელ ექსპერტებთან ერთად ამზადებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა