სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ ERRA-ს შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარეთა შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენეგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულიერებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, მაია მელიქიძემ წყალმომარაგებისა და ელექტროენერგეტიკის სექტორების რეგულირების შედარებითი ანალიზის შესახებ ისაუბრა. ამასთანავე, მან შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს წყალმომარაგების სექტორის თავისებურებები, სატარიფო მეთოდოლოგია და არსებული გამოწვევები გააცნო.

სემეკ-ის ინფორმაციით, 15-16 აპრილს მაკედონიაში, ქ. სკოპიეში ERRA-ს პრეზიდიუმის, თავმჯდომარეთა შეხვედრები და გენერალური ასამბლეა გაიმართა. შეხვედრების თემატიკას ასოციაციის წევრი ქვეყნების გამოცდილებები და გამოწვევები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში წარმოადგენდა.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის წევრებიც არიან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები ევროპის, აზიის, აფრიკის ქვეყნებიდან, სამხრეთ და აღმოსავლეთ ამერიკიდან.

მაია მელიქიძე 2018 წლიდან ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის პრეზიდიუმის წევრია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა