„აიპლიუსის” დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე - სად შეიძენდით iPhone?-ს, მომხმარებელთა 65%-მა „აიპლიუსი” დაასახელა

“აიპლიუსის” დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე - “სად შეიძენდით iPhone?”-ს, მომხმარებელთა 65%-მა „აიპლიუსი” დაასახელა. კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში „აიპლიუსი” ავრცელებს.

თბილისის ცენტრალურ უბნებში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მომხმარებლების 33% პროდუქციის ყიდვისას უპირატესობას დაბალ ფასს ანიჭებს, ხოლო 28% იმ მაღაზიაში იძენს, რომელსაც ენდობა.

„აიპლიუსის“ ინფორმაციით, თბილისის ცენტრალურ უბნებში “აიპლიუსის” დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ნაწილობრივ მოულოდნელი იყო თავად „აიპლიუსისთვის“, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, 2018 წლის ბოლო კვარტალში ჩატარებულ კვლევაში, მომხმარებლები ყიდვისას უპირატესობას მაღაზიის სანდოობას ანიჭებდნენ, რაც ბოლო გამოკითხვაში შეიცვალა.

„გამოკითხვას 2017 წლიდან ვეცნობით, ამ პერიოდიდან მომხმარებელთა 60%-70% „აიპლიუსს“ ასახელებდა იმ მაღაზიად, სადაც შეიძენდა Apple-ის ტექნიკას. საინტერესოა, რომ გამოკითხვაში ჩვენ ვხედავთ ცვლილებას მომხმარებელთა ინტერესებში - წინა გამოკითხვაში მომხმარებელი უპირატესობას მომსახურებას ანიჭებდა, ბოლო გამოკითხვის შედეგებით, ფასი მომხმარებელთა პრიორიტეტებში პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზეა მაღაზიის სანდოობა. მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ მომხმარებელთა პრიორიტეტებში ცვლილების მიუხედავად iPhone-ის შეძენის ადგილად უმრავლესობა კვლავ, “აიპლიუსს” ასახელებს. პირველობა განპირობებულია იმით, რომ ვითვალისწინებთ მომხმარებლების ინტერესს სწორედ ამიტომაც გვაქვს საუკეთესო ფასი და გვაქვს სანდოობის მაღალი ნიშნული”, - აცხადებენ „აიპლიუსში“.

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი “აიპლიუსი”, Apple-ის ტექნიკის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია რეგიონში. 1 მარტიდან, გარდა Apple-ისა ტექნიკისა, “აიპლიუსის” მაღაზიებში წარმოდგენილია Samsung-ის და Huawei-ის სმარტფონებიც. აიპლიუსის ფილიალები თბილისში განთავსებულია 3 ლოკაციაზე - პეკინის 11, ჭავჭავაძის 19, ჭავჭავაძის 34-ში. კომპანიის ფილიალები ბათუმში - ჭავჭავაძის 5-ში და გორგილაძის 88-ში მდებარეობს, ხოლო ქუთაისში - წერეთლის ქ 4-ში.