ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები სრულდება

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩა N16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

პროექტის ფარგლებში, საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყო განათების სისტემა, საჩრდილობელი და საბაღე სკამები განთავსდა.

ამ დროისთვის, სკვერში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება და რულონური ბალახი დაიგება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„აღნიშნული სკვერის კეთილმოწყობა მოსახლეობის დიდი სურვილი იყო. რეკრეაციული და საბავშვო გასართობი სივრცეების შექმნა ჩვენთვისაც მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, სადაც დასვენების შესაძლებლობა ყველა თაობის ადამიანს ექნება. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, მწვანე სივრცეებს მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ, რათა რაიონში რაც შეიძლება მეტი მოწესრიგებული სივრცე არსებობდეს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომლის ღირებულება 72 531 ლარს შეადგენს, კომპანია „ტაო“ ახორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო