ვასილ სოფრომაძე ფინანსთა სამინისტროს საპასუხოდ - არასოდეს მქონია სურვილი, შემელახა სისტემა, მხედველობაში მყავდით მმართველ პარტიის მიერ მოყვანილი ხელმძღვანელები და მათი მლიქვნელები

მე არასოდეს მქონია სურვილი, შემელახა სისტემა და რეპუტაცია, - ამის შესახებ კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებლმა ვასილ სოფრომაძემ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „ფინანსთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, რომ ვასილ სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო“.

ვასილ სოფრომაძის განცხადებით, მან თავის წინა გამოსვლაში, განცხადება გააკეთა იმ ზეწოლაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურის მიერ, კომპანია „ფრესკოს“ წინააღმდეგ ხორციელდება და ფინანსთა სამინისტრომ „იმის მაგივრად, რომ რეაგირება მოეხდინათ საქმის არსზე, მეორე დღეს პოსტი დადო.

„მე რომ არასწორი ინფორმაცია მომეცა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი და ამ განცხადებას ოფიციალურად არ გავაკეთებდი. მე არასოდეს მქონია სურვილი, შემელახა სისტემა და რეპუტაცია. პირიქით, ათასობით ადამიანი მუშაობს თქვენს სამინისტროში, ისევე როგორც სხვა სამინისტროებში, პოლიციაში და სასამართლოებში. რომელიც თავისი შრომით, პროფესიონალიზმით, ერთგულებით, წლების განმავლობაში ემსახურებიან საქართველოს. მე მხედველობაში მყავდით მმართველ პარტიის მიერ მოყვანილი ხელმძღვანელები და მათი მლიქვნელები, რომლებიც ფლუგერებივით ტრიალებთ, საითაც ქარი დაუბერავს“, - განაცხადა ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში.

იხილეთ ვიდეო: "მო­გი­წო­დებთ და გაფრ­თხი­ლებთ, ვინც ხელს მო­ა­წერს ამ უკა­ნო­ნო აქ­ტებს, მე გდევ­ნი­დეთ იქ­ნე­ბა" - "ფრესკოს" დამფუძნებელი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს