უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალს სარჩელით მიმართა

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საზღვაო სამართლის მუდმივმოქმედ საერთაშორისო ტრიბუნალში სარჩელი შეიტანა.

პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, სარჩელის მიზანია უკრაინის სამი სამხედრო-საზღვაო ხომალდის და ეკიპაჟის 24 წევრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც მისი თქმით, რუსეთმა 2018 წლის 25 ნოემბერს უკანონოდ დაატყვევა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ელენა ზერკალის განცხადებით, ტრიბუნალი დაჩქარებული პროცედურით, პირველ გადაწყვეტილებას ერთი თვის განმავლობაში გამოიტანს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფორმალურად, საუბარია ორი პროცესის შესახებ. დიდ სარჩელში, რისთვისაც შეიქმნება არბიტრაჟი, უკრაინა რუსეთისგან სამხედრო ხომალდების დაკავებისთვის ფინანსურ კომპენსაციას მოითხოვს. არბიტრაჟის შექმნამდე კი, უკრაინა სასამართლოს დროებითი ზომების შემოღებას მოსთხოვს. ამას გაეროს შესაბამისი კონვენცია ითვალისწინებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო