სოფიო ხორგუანი კახა კალაძეს - განსაზღვრეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა და უზრუნველყავით საჯარო მოხელეთა მმართველობის ეფექტურობა

განსაზღვრეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა და უზრუნველყავით საჯარო მოხელეთა მმართველობის ეფექტურობა, - ამ მოთხოვნით მიმართავს თბილისის მერს კახა კალაძეს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი.

ხორგუანის განცხადებით, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში არ იციან არსებული ავარიული სახლებიდან რამდენია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რის გამოც სარეაბილიტაციო სამუშაოების სწორად დაგეგმვა შეუძლებელი ხდება. მოსახლეობა უკმაყოფილოა მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოების ხარისხით და ქალაქის ხელისუფლების უყურადღებობით.

ინგოროყვას ქუჩის 10-ნომერში ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის ჭერი და აივანი ინგრევა, შეკეთებას მერია 2020-ი წლისთვის აპირებს, თუმცა მანამდე შენობა შესაძლოა დაინგრეს.

ხორგუანის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია იაშვილის ქუჩის 9-ნომერში საცხოვრებელი სახლიც, რომლის მობინაადრეებმა, შენობის გასამაგრებლად, პროექტი ჯერ კიდევ 2012-წლამდე შეადგინეს (10-ათას ლარამდე განსაზღვრული პროექტის 20%-ი მოსახლეობამ დაფარა, დანარჩენი თბილისის მერიამ), თუმცა არაფერი გაკეთებულა. სახლის მესაკუთრეებს თანხების გახარჯვის კანონიერებაში ეჭვი ეპარებათ. შენობა კი იმდენად ავარიულია, შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.

ხორგუანის განცხადებით, არსებული მონაცემებით, ჭონქაძის ქუჩის 8-ნომერში, ჩაიკოვსკის სახლს, აივანი უკვე ჩამოენგრა. ჩაიკოვსკის 1/ინგოროყვას 12-ში საცხოვრებელ სახლს ძეგლის სტატუსი არ აქვს, ჩამონგრევის პირას მყოფ შენობას რკინის კონსტრუქციები დიდხანს ვერ გაამაგრებს. აზომვების ჩატარების მიუხედავად, მოსახლეობისთვის უცნობია როდის დაიწყება სამუშაოები, რომელთა წარმოება, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის გარეშე, უაზრობა იქნება. სულხან-საბას ქუჩის 4 -ი ნომრის მობინადრეები იმის გარკვევას ითხოვენ, არის თუ არა მათი სახლი 2020-ი წლის რეაბილიტაციის გეგმაში. მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია ისტორიული სახლი ინგოროყვას 1/ლეონიძის 9-ნომერში.

„სახლები თუ ჩამოინგრა, არა მხოლოდ ეს ადამიანები დაზარალდებიან, არამედ თითოეული ჩვენგანი. საჯარო მოხელეები ხელფასს თავიანთი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად იღებენ და არა მოქალაქეების უპასუხოდ, გაურკვევლობაში დასატოვებლად“ , - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

სოფიო ხორგუანმა თხოვნით მიმართა მერიას უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეების მიერ მმართველობის ეფექტური განხორციელება, რათა მათ გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა, სრულყოფილად შეისწავლონ თითოეული საქმის, თითოეული პრობლემის კონკრეტული ფაქტები, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და დროულად მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები.

დეპუტატობის კანდიდატს აუცილებლად მიაჩნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის განსაზღვრა, რომელსაც მხოლოდ მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებს, ამიტომ სთხოვს მერიას, მთავრობას კონკრეტული წინადადებებით მიმართოს.

„ძეგლების მოვლის პოლიტიკა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ადამიანებმა იცხოვრონ კომფორტულად, თავიანთი იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და სახელმწიფომ მიიღოს ფინანსური სარგებელი“, - აღნიშნა სოფიო ხორგუანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს