ლევან ბოძაშვილი - ვენეციის კომისიამ არა მარტო დაიწუნა „კლანონმდებლობა“, არამედ იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობას არაქმედუნარიანად, ნულოვანი ნდობის მქონედ აცხადებს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი” კონსტიტუციონალისტს, ვენეციის კომისიის ყოფილ წევრს, ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, პარლამენტმა მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან რეკომენდაციები მიიღო. ამ თემაზე სოციალურ ქსელში თქვენ დაწერეთ - „ვენეციის კომისიის დასკვნა არის "განაჩენი" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობისთვის. ეს დასკვნა ნიშნავს, რომ საბჭოს შემადგენლობა დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს, ასევე, ის ვინც საბჭოშია, ან იქნება მომავალში, არ უნდა იყოს წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად.“

რამდენადაც ვხვდები, ვენეციის კომისიამ ამ თემაზე მმართველი გუნდის პოზიცია არ გაიზიარა. მეტიც, მისი პოზიცია უფრო იმ ადამიანების პოზიციასთანაა ახლოს, ვინც კარგა ხნის წინ ითხოვდა იუსტიციის საბჭოს დათხოვნას, ახალი შემადგენლობის შერჩევას და ასე შემდეგ. თქვენ კი ბრძანებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა „განაჩენია“ იუსტიციის საბჭოსთვის, მაგრამ იქნებ დააკონკრეტოთ, რატომ შეიძლება ჩაითვალოს ეს დასკვნა იუსტიციის საბჭოსათვის „განაჩენად“?

- დიახ, ასე ვთვლი და გეტყვით რატომაც. როდესაც ვენეციის კომისია დასკვნაში ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დაბალი საზოგადოებრივი ნდობის გამო, იუსტიციის საბჭოს მიერ რაც შეიძლება ნაკლები მოსამართლე უნდა იქნეს წარდგენილი და განწესებული უზენაეს სასამართლოში, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად არსებული შემადგენლობის მიერ წარდგინებები უნდა განხორციელდეს მინიმალურად და ისიც მხოლოდ იმის გამო, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ნაკლებობაა და შექმნილია ერთგვარი კრიზისი.

იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობას საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია, რაც არსებითია სასამართლო სისტემისადმი ნდობისათვის, აღარ აქვს და ამას ადასტურებს ვენეციის კომისია

სხვათა შორის, ჯერ საკითხავია, ვინ შექმნა ეს კრიზისი? 3 წელია წინა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს კენჭიც კი არ უყარეს, თუ ეს კანდიდატები არ მოსწონდათ და არ უნდოდათ რომ საქმე ამ ხელოვნურ კრიზისამდე მისულიყო, ნუ დაამტკიცებდნენ და სხვა შეერჩიათ.

ეს კი არაორაზროვნად ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობას საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია, რაც არსებითია სასამართლო სისტემისადმი ნდობისათვის, აღარ აქვს და ამას ადასტურებს ვენეციის კომისია.

აქ კი დგება საკითხი შემდეგნაირად, რა უფრო ნაკლები ბოროტება იქნება - შეიცვალოს არსებული შემადგენლობა და ისე მოხდეს უზენაესი სასამართლოს სრული 18 კანდიდატის წარდგენა, თუ ასე ნელ-ნელა, ცოტ-ცოტა, „ბღუჯა-ბღუჯად“ იქნეს წარდგენილი კანდიდატები ე.წ. კრიზისის დასაძლევად.

საერთოდ, რა კრიზისზეა საუბარი სასაცილოა, აშშ-ში 330 მილიონია მოსახლეობა და უზენაეს სასამართლოში სულ 9 კაცია უკვე 200 წელზე მეტია. აქ რატომ არის საჭირო 28 ჩემთვის გაუგებარია

საერთოდ, რა კრიზისზეა საუბარი სასაცილოა, აშშ-ში 330 მილიონია მოსახლეობა და უზენაეს სასამართლოში სულ 9 კაცია უკვე 200 წელზე მეტია. აქ რატომ არის საჭირო 28 ჩემთვის გაუგებარია.

ამას სჯობს ქვედა ინსტანციებში დაემატოს მოსამართლეები, ხოლო კასაციამ, ანუ უზენაესმა სასამართლომ კარგი ერთიანი პრაქტიკა შექმნას. სწორედ ამიტომაც, ფაქტობრივად, ვენეციის კომისიის დასკვნა, არაქმედუნარიანად, ნულოვანი ნდობის მქონედ აცხადებს იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობას. ამიტომაც არის ეს „განაჩენი“ და ეს შავით თეთრზე წერია დასკვნაში.

თუ პრემიერი და უმრავლესობის ლიდერი დაპირდა ვენეციის კომისიას რომ დასკვნას გაითვალისწინებდნენ, არ აპირებენ ისევე მოატყუონ ვენეციის კომისია, როგორც ეს 2017 წლის ივნისში მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებებისას, პირველ რიგში სწორედ შემადგენლობა უნდა გადახალისდეს და პარლამენტმა დანიშნოს ახალი წევრები იუსტიციის საბჭოში

რეალურად, მთელი ეს საპროტესტო ტალღა ხომ სწორედ ამ შემადგენლობის მიერ არაგამჭვირვალედ, „დახლქვემოდან“ წარდგენილმა სიამ გამოიწვია. დასკვნა კი ამბობს, რომ სწორედ არაგამჭვირვალე პროცედურა და მისი გამოყენების პრეცედენტი არის დელეგიტიმაციის საფუძველი.

შესაბამისად, თუ პრემიერი და უმრავლესობის ლიდერი დაპირდა ვენეციის კომისიას რამდენიმე დღის წინ, რომ დასკვნას გაითვალისწინებდნენ და ისინი არ აპირებენ ისევე მოატყუონ ვენეციის კომისია, როგორც ეს 2017 წლის ივნისში მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებებისას, პირველ რიგში სწორედ შემადგენლობა უნდა გადახალისდეს და პარლამენტმა დანიშნოს ახალი წევრები იუსტიციის საბჭოში.

სწორედ დასკვნიდან გამომდინარე, მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი ახალი კანდიდატების წარდგენას ახალი გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, იმ პროცედურებისა, რაზეც დეტალურად საუბრობს ვენეციის კომისია თავის დასკვნაში.

- რამდენადაც ვიცი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით აღარ უნდა ტარდებოდეს მოსამართლეების შერჩევის გამოცდები. ასეა? და კიდევ, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა კონტრარგუმენტები შეიძლება ჰქონდეს მმართველი გუნდს, რომელიც თავის ვერსიას რამოდენიმე თვეა ხელის აშკარა გადაგრეხვით ლობირებდა?

- ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ისეა მომზადებული, რომ გაანეიტრალოს კონკრეტულ ჯგუფზე მორგებული კანონპროექტის მუხლები, რომელთა მეშვეობით დომინანტი ჯგუფი სასამართლოში ცდილობს სასამართლოს კარი ჩაუკეტოს ნებისმიერ სხვა იურისტს, რომელიც მათ ორბიტაზე არ არის.

ეს „კლანონმდებლობაა“, და სხვა რა შეიძლება ამას დაერქვას? კანონპროექტი სწორედ ამ მიმართულებით არის შედგენილი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჯგუფმა საბოლოო ბერკეტი გაინაღდოს მოსამართლეთა დანიშვნაზე და მოირგოს სისტემა.

ამასთან, აქ არის სამართლებრივი არგუმენტიც - თუ კანონი უზენაეს სასამართლოში „მაღალი და გამორჩეული იურიდიული კვალიფიკაციის“ მქონე პირის წარდგენას ითვალისწინებს, ასეთ ადამიანს ლოგიკურად აღარ უნდა მოეთხოვებოდეს ისეთი გამოცდის ჩაბარება, რომელიც მის იურიდიულ ცოდნას აფასებს და არაფერს სხვას. ამ ცოდნის გარეშე იურისტი ხომ ვერ იქნება მაღალი კვაფილიკაციისა, ასე რომ, ეს ორი ნორმა ერთმანეთს ეწინააღმდეგება და კომისიაც სწორად შენიშნავს ამას.

როდესაც ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ პირები, რომლებიც მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობენ თავად არ უნდა იყვნენ კანდიდატები, ეს სისტემის მიმართ კომისიის უნდობლობაზე მიუთითებს. კომისია პირდაპირ აღნიშნავს, რომ ეს უნდა შეიცვალოს, რათა აღმოიფხვრას ინტერესთა კონფლიქტი, როგორც ინდივიდუალურ ინტერესებზე დანიშვნების მორგების საფუძველი

გარდა ამისა, ვენეციის კომისიის დასკვნა სისტემური გაჯანსაღებისკენაც მოგვიწოდებს. ნუ ჩავთვლით, რომ პრობლემა მხოლოდ პირებსა და პოლიტიკურ მიდგომებშია. პრობლემა არის უმთავრესად სასამართლო ხელისუფლების შიგნით ძალაუფლების კონკრეტული ინსტიტუციის ხელში კონცენტრაციაში, თავად სასამართლოს შიგნით ფაქტობრივი ძალაუფლების საკანონმდებლო დონეზე ცენტრალიზაციაში.

კერძოდ, როდესაც ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ პირები, რომლებიც მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობენ თავად არ უნდა იყვნენ კანდიდატები, ეს სისტემის მიმართ კომისიის უნდობლობაზე მიუთითებს. კომისია პირდაპირ აღნიშნავს, რომ ეს უნდა შეიცვალოს, რათა აღმოიფხვრას ინტერესთა კონფლიქტი, როგორც ინდივიდუალურ ინტერესებზე დანიშვნების მორგების საფუძველი.

ამას გარდა, კომისია პირდაპირ გვიდგენს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, განგვიმარტავს მას - მოსამართლეს უნდა ჰქონდეს მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის შეგრძნება. როდესაც გირგვლიანის საქმეზე მოსამართლეები აპელირებენ კანონზე, რომ სხვაგვარად ვერ მოიქცეოდნენ, სწორედ აქ წარმოიშობა არაკეთილსინდიერების ფაქტორი - აქ მოსამართლე, მით უმეტეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უნდა გვევლინებოდეს, როგორც არასამართლიანი კანონის შემკავებელი, რომელიც არათუ სწორხაზოვნად ითვალისწინებს უსამართლო კანონს, არამედ ცდილობს, ყველა ღონეს ხმარობს, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ კონკრეტულ საქმეზე მორგებულ სახელდახელოდ შეცვლილ კანონის ნორმას გვერდი აუაროს და ამით გამოიყენოს შეკავებისა და გაწონასწორების ის მექანიზმი, რომელსაც კანონის განმარტება ჰქვია.

ვენეციის კომისია გვთავაზობს უზენაესი სასამართლო სრულად დაკომპლექტდეს შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ. მთელი დასკვნა პრაქტიკულად ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ აღდგეს ნდობა სასამართლოს მიმართ

ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი ღირებულებაა, ვიდრე ვიწროდ კანონისადმი ბრმა მორჩილების დემონსტრირება. ეს თუ ასე არ არის სამოსამართლეო პრაქტიკაში, მაშინ საერთოდ აზრი ეკარგება ხელისუფლების დანაწილებას და შესაბამისად ვერც მართლმსაჯულება ჩაითვლება სამართლიანად.

მაშინ გამოდის, რომ ასეთი სასამართლო არის ფორმალური და განგრძობადი დანამატი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, რომელიც მხოლოდ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებათა დადასტურებას ემსახურება. ეს აზრი არის გატარებული გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც.

შემდეგი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც არასწორი შეფასებები მოჰყვა. ეს არის დასკვნის 65-ე პუნქტი, რომელშიც ვენეციის კომისია გვთავაზობს უზენაესი სასამართლო სრულად დაკომპლექტდეს შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ. მთელი დასკვნა პრაქტიკულად ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ აღდგეს ნდობა სასამართლოს მიმართ.

როდესაც ვენეციის კომისია ამბობს, რომ შემდეგი პარლამენტის მიერ უნდა მოხდეს სრული კომპლექტაცია, ის გულისხმობს ორ რამეს - ერთი, რომ ამჟამინდელი პარლამენტი არ აღმოჩნდა საკმარისად უნარიანი ეს ნდობა შეენარჩუნებინა რადგან ვერ დაიცვა პროცესი პოლიტიზირებისგან და თავად აღმოჩნდა მისი ხელშემწყობი, და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ცნობილი განცხადება ამ კუთხით იყო დიდი შეცდომა, და მეორე - გამომდინარე აქედან და იქიდანაც, რომ 2 მოწვევის პარლამენტის მიერ სრული კომპლექტაცია ნდობის აღდგენის მეტ ეფექტს მოგვცემს, საჭიროა შემოთავაზებული გზით წასვლა. არის თუ არა ეს პოლიტიკური შეთავაზება?

ის ფაქტი, რომ ვენეციის კომისიას უწევს ასეთი რეკომენდაციის გაცემა, სწორედ პოლიტიზირებული, ფორსირებული, არაკვალიფიციურად წარმართული პროცესის შედეგია

დიახ არის, მაგრამ რა არის კონსტიტუცია თუ არა პოლიტიკური პროცესის რეგულირების მექანიზმი? რატომ მიაჩნია ვინმეს, რომ კონსტიტუციური ჭრილიდან დანახული პროცესი აუცილებლად ვიწრო პოლიტიკურია?

ის ფაქტი, რომ ვენეციის კომისიას უწევს ასეთი რეკომენდაციის გაცემა, სწორედ პოლიტიზირებული, ფორსირებული, არაკვალიფიციურად წარმართული პროცესის შედეგია. ურემი არის გადაბრუნებული და ახლა ვეძებთ გზას, მაგრამ არ ვფიქრობთ ვინ გადააბრუნა ურემი და ვცდილობთ ეს დავაბრალოთ ვენეციის კომისიას, რომელიც 25 წელია ცდილობს ეფექტიანი და სტაბილური კონსტიტუციური პროცესი შექმნას ქვეყანაში და არც ერთი ხელისუფლება მას არ უჯერებს.

- მოგეხსენებათ, რომ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის თემა კარგა ხანია ჩვენი შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. მეტიც, ამ საკითხში აზრთა სხვადასხვაობის გამო „ქართული ოცნება“ დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ, ასევე საკრებულის დეპუტატებმა ჯიშკარიანმა და შაქარიშვილმა დატოვეს.

ვითარებაში, როცა ჩინჩალაძე-მურუსიძე-მიქაუტაძის გუნდისათვის საჯაროდ აქვს დაჭერილი მხარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, ალბათობა იმისა, რომ მმართველმა გუნდმა სრულად გაიზიაროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, დიდი არაა.

თქვენი აზრით, რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ მმართველი გუნდი გაიზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს? ან თუ გაიზიარებს, რას გაიზიარებს, და სავარაუდოდ, რაზე იტყვის უარს?

- რთული სათქმელია რას გაიზიარებს უმრავლესობა, თუ ადრე იმედი მქონდა ხოლმე რომ გაიზიარებდა, ახლა საერთოდ არ ვფიქრობ, რომ იმ განცხადებებიდან გამომდინარე რაც კეთდებოდა უმრავლესობის მხრიდან, მთავარს გაიზიარებენ.

2010 წლის 15 ოქტომბერს „ნაცმოძრაობის“ პარლამენტმა ისე მიიღო კონსტიტუცია, რომ 2 საათი არ დაელოდა ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას, რომელიც პარალელურად იმართებოდა. ახლაც, იურიდიული კომიტეტის სხდომის გამართვა რა საჭირო იყო წინა დღით, როდესაც ყველამ ვიცოდით, რომ დასკვნა მეორე დღეს იქნებოდა, გაუგებარია.

რთული სათქმელია რას გაიზიარებს უმრავლესობა, თუ ადრე იმედი მქონდა ხოლმე რომ გაიზიარებდა, ახლა საერთოდ არ ვფიქრობ, რომ იმ განცხადებებიდან გამომდინარე რაც კეთდებოდა უმრავლესობის მხრიდან, მთავარს გაიზიარებენ

ვენეციის დასკვნის არგაზიარება იქნება რიტუალური პოლიტიკური თვითმკვლელობა - ანუ ხარაკირი, ეს რიტუალი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება და ლოგიკურად პოლიტიკური სეპუკუთი - ანუ გარდაცვალებით უნდა დასრულდეს. ერთადერთი, რაც მართლაც გაოცებას იწვევს, რატომ უღირს ეს მმართველ გუნდს ამ ფასად, გაუგებარია.

საზოგადოება არ შეეგუება იმას, რომ მომდევნო 30-40 წლის განმავლობაში სასამართლო იყოს მაფიოზურად მართული. ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი, რომ ეს ასეა, არის გადამდგარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საჯარო განცხადების, რომ ის თავდასხმისა და შეტევის ობიექტია, სრული იგნორირება, პირველ რიგში სწორედ იუსტიციის საბჭოს მხრიდან.

სწორედ ამ იგნორირებამ, დაუცველობამ აიძულა ნინო გვენეტაძე გადამდგარიყო. და სწორედ აქ იბადება კითხვა, თუ ეს დაემართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რა შეიძლება დაემართოს რიგით მოსამართლეს? როგორ შეიძლება ის იყოს დაცული?

ვენეციის დასკვნის არგაზიარება იქნება რიტუალური პოლიტიკური თვითმკვლელობა - ანუ ხარაკირი, ეს რიტუალი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება და ლოგიკურად პოლიტიკური სეპუკუთი - ანუ გარდაცვალებით უნდა დასრულდეს

აიძულებს თუ არა ეს სიტუაცია მას დაჰყვეს გაბატონებული, რეალური ძალაუფლების მქონე ჯგუფის ნებას სასამართლოში? ეს ხომ შერჩევითი დაცულობის პოლიტიკაა - დავიცვათ ის ვინც „ჩვენიანია“, შევუტიოთ იმას ვინც „ჩვენიანი“ არ არის.

აქვე მინდა ერთ მნიშვნელოვან ასპექტს გავუსვა ხაზი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიდიოდა მაღალი ტემპერატურით ამ თემის განხილვები, მაგრამ თავში არავის მოსვლია, მათ შორის არც იუსტიციის საბჭოს, არც პარლამენტს, არც სხვას, რომ უშუალოდ უზენაესი სასამართლოსთვის აზრი ეკითხათ იმ საკითხზე, რაც უშუალოდ უზენაეს სასამართლოს ეხება. ვენეციის კომისია სწორად და პირდაპირ მიუთითებს, რომ სწორედ უზენაეს სასამართლოს უნდა დავეკითხოთ ბევრ საკითხზე რაც უშუალოდ მას ეხება, იქნება ეს რაოდენობა თუ სხვა.

რისი ბრალია ეს დაუკითხაობა რაც განუკითხაობაშია გადაზრდილი? ინსტიტუციების იგნორირების, მათი დეგრადირების მიზანმიმართებისა და საბოლოოდ სახელმწიფო სისტემის, როგორც ასეთის, დასუსტების

რისი ბრალია ეს დაუკითხაობა რაც განუკითხაობაშია გადაზრდილი? ინსტიტუციების იგნორირების, მათი დეგრადირების მიზანმიმართებისა და საბოლოოდ სახელმწიფო სისტემის, როგორც ასეთის, დასუსტების.

ვენეციის კომისია გვთავაზობს, რომ არსებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვადა გახდეს მუდმივი. ეს არის სწორი მიდგომა, დღეს უზენაეს სასამართლოში არაერთი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეა და ისინი უნდა იყვნენ დაცულები გარე ზემოქმედების რისკებისგან და მიეცეთ ნორმალური და სტაბილური საქმიანობის საშუალება. ეს არის ვენეციის კომისიის მიდგომა.

- როგორ აისახება ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციები შიდა პოლიტიკაზე? როგორ აღიქვამს მათ საზოგადოება? შეიძლება ასეც ითქვას - სავარაუდოდ, როგორ გამოიყენებს ოპოზიცია მოსამართლეებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიიდან მიღებულ რეკომენდაციებს? თუ არ ვცდები ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი იზიარებდა მოსამართლეთა დანიშვნის საკითხებში არასამთავრობო სექტორის პოზიციებს.

- კომისიის რეკომენდაციები თავისთავად ვერ აისახება პოლიტიკაზე, აისახება და თან ძალიან ცუდად მათი გაუთვალისწინებლობა, მოსახლეობისთვის მათი არასწორად „მიყიდვის“ მცდელობა. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო უკვე 20 წელია იმყოფება ევროპის საბჭოს მონიტორინგის ქვეშ და ცდილობს მისგან თავის დაღწევას დიდი ხანია.

სასამართლო და არჩევნები სხვა ვალდებულებებთან შედარებით უფრო მეტად არის ამ მონიტორინგის საზომი და კომისიის დასკვნის არ გათვალისწინება იქნება უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი.

კომისიის რეკომენდაციები თავისთავად ვერ აისახება პოლიტიკაზე, აისახება და თან ძალიან ცუდად მათი გაუთვალისწინებლობა, მოსახლეობისთვის მათი არასწორად „მიყიდვის“ მცდელობა. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო უკვე 20 წელია იმყოფება ევროპის საბჭოს მონიტორინგის ქვეშ

ამას გარდა, უნდა გვახსოვდეს, რომ პოლონეთის მიმართ ვენეციის კომისიის დასკვნა სასამართლოზე იყო ნეგატიური და მისმა არგათვალისწინებამ ევროკავშირის მხრიდან პოლონეთის მიმართ, საკუთარი წევრის მიმართ, უაღრესად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლონეთისთვის წევრობის უფლების შეჩერებაზეც კი მიდგა საქმე. ვინ აპატიებს საქართველოს იგივეს, როდესაც საკუთარ დიდ წევრს არავინ პატიობს კომისიის დასკვნის არ გათვალისწინებას.

ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ურთულეს გზაზე ვენეციის კომისიის გაუთვალისწინებლობით თუნდაც ოდნავი საფრთხე შევუქმნათ ინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების სკეპტიკოს ქვეყნებს მიზეზი მივცეთ ამაზე აპელირება მოახდინონ. ეს ჩვენივე კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება.

შესაბამისად, თუ ხელისუფლებას რამდენიმე მოსამართლის ჭკუაზე სიარული უღირს ამად, მაშინ რეკომენდაციების როგორც საშინაო, ისე საგარეო-პოლიტიკური შედეგი ცალსახად ადვილი გამოსაცნობია.

ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ურთულეს გზაზე ვენეციის კომისიის გაუთვალისწინებლობით თუნდაც ოდნავი საფრთხე შევუქმნათ ინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების სკეპტიკოს ქვეყნებს მიზეზი მივცეთ ამაზე აპელირება მოახდინონ. ეს ჩვენივე კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, რომელ ოპოზიციას გულისხმობთ? თუ „ნაცმოძრაობას,“ მაშინ გეტყვით, რომ მათ არ აქვთ მორალური უფლება ამ თემით პოლიტიკურად ისპეკულირონ, სწორედ მათი პოლიტიკური მემკვიდრეობაა დღევანდელი ვითარება.

ჰკითხეთ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, ისხდნენ თუ არა მუდმივად ადეიშვილის კაბინეტში და არჩევდნენ თუ არა კონკრეტულ საქმეებს, ურთიერთობებს მოსამართლეებს შორის და ა.შ. საერთოდაც, თუ „ნაცმოძრაობა გაჩუმდება“ და სახლში წავა, უკეთესი იქნება.

აქ პრობლემა იმაშია,“ ქართული ოცნება“ რატომ ადგას მათ გზას და არა ოპოზიციაში, რომელიც რეალურად ქვეყანაში არ არსებობს, რადგან პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მორალური საფუძველი და უპირატესობა არ აქვს, არ აქვს არც ლეგიტიმაცია.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით