რუსთავში, ჰაერში მყარი ნაწილაკების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე ჰაერის ხარისხის კვლევა მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სპეციალისტებმა რამდენიმე წერტილში ნიადაგის სინჯებიც აიღეს, აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაშია გადატანილი კვლევებისთვის.

მობილური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი) კონცენტრაციები ისაზღვრებოდა. 24 საათიანი მონიტორინგის შედეგად რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა, ხოლო სხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები კი შესაბამის ნორმებს არ აღემატებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით რუსთავში ჰაერის სტაციონალური სადგური დაამონტაჟა, რომელიც ქალაქში ჰაერის ხარისხის ფონურ მდგომარეობას განსაზღვრავს.

იხილეთ ვიდეო: რუსთავში, ჰაერში მყარი ნაწილაკების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო