კარლ ჰარცელი - ვენეციის კომისიას ესმის, რომ რიგი მოსამართლეების შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ დანიშვნა პოლიტიკური რეკომენდაციაა და ეს არ მოხვედრილა ძირითად რეკომენდაციებში

ევროკავშირი ვენეციის კომისიის რჩევებსა და რეკომენდაციებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ვიმედოვნებ, რომ ამ რეკომენდაციების იმპლემენტირება მოხდება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის თაობაზე ვენეციის კომისიას რეკომენდაციების მისაღებად მიმართა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა ამ საკითხის გარშემო დისკუსიების წარმართვას დაეხმარება.

„პატივი მქონდა შევხვედროდი ვენეციის კომისიის დელეგაციას. ჩვენ განვიხილეთ მოსამართლეთა დანიშვნების ზოგადი კონტექსტი. მოხარული ვარ, რომ პარლამენტის სპიკერმა ვენეციის კომისიას რეკომენდაციების მისაღებად მიმართა. ეს ძალიან დაეხმარება დისკუსიებს წესების გამოყენების თაობაზე. ევროკავშირი ვენეციის კომისიის რჩევებსა და რეკომენდაციებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ვიმედოვნებ, რომ ამ რეკომენდაციების იმპლემენტირება მოხდება. ჩვენ ამის შესახებ დისკუსია პარლამენტის სპიკერთან და სხვა დაინტერსებულ პირებთან გვექნება. რაც შეეხება იმას, რომ რიგი მოსამართლეების დანიშვნა შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ უნდა მოხდეს, თვითონ ვენეციის კომისიას ესმის, რომ ეს პოლიტიკური რეკომენდაციაა. თუმცა, ეს არ მოხვედრილა ძირითადი რეკომენდაციების ჩამონათვალში. ძირითადი რეკომენდაციები სასამართლო-ტექნიკურ საკითხებს ეხება. განხილული უნდა იყოს ეს საკითხი. ვნახავთ, რა მოსაზრებები იქნება ამ საკითხზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა