საგზაო უსაფრთხოების კუთხით ბიუჯეტში 9 მლნ ლარია გათვალისწინებული

საგზაო უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ქსელის განვითარებას გულისხმობს, საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფასაც.

დეპარტამენტი სულ 7 ათას კილომეტრამდე საავტომობილო გზას მართავს, მათ შორის, 1500 კილომეტრზე მეტი საერთაშორისო მაგისტრალია.

სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში დასახულია საგზაო უსაფრთხოების ახალი მიმართულებები და ერთობლივი პასუხისმგებლობები უკეთესი შედეგების მისაღწევად. სტრატეგიის -უსაფრთხო დერეფანი, უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო სოფელი.

წელს, პირველად, მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბიუჯეტში მიზნობრივად გათვალისწინებულია 9 მილიონი ლარი.

"საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები თვალამრიდებისა და ზღუდარების განახლება-დამონტაჟებას, საგზაო ნიშნების დამატებას, უსაფრთხოების კუნძულებისა და სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების მოწყობას, გზების სათვალთვალო კამერებით აღჭურვას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ამ ღონისძიებათა ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო-სვანეთში 6 მიმართულებაზე, სულ 70 კმ სიგრძის გზებზე, შსს-თან ერთად გატარდება საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები.

მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე. დაახლოებით 2 მილიონი ლარის დამატებითი ღონისძიებები იგეგმება თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-ყვარლის ტბის, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და თელავი შაქრიანის საავტომობილო გზებზე, რომელიც ითვალისწინებს წრიული მოძრაობების, უსაფრთხოების კუნძულების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობას.

სამინისტროს ინფორმაცით, საგზაო უსაფრთხოების კუთხით გასულ წელს არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში მცირე მასშტაბის საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებზე, სულ 21 მონაკვეთზე, 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

გარდა ამისა, საქართველოს რეგიონების 115 სხვადასხვა მონაკვეთზე, უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინსპექტირება განხორციელდა, დაიწყო და გრძელდება გარე განათების სამუშაოებიც.

სწორედ საგზაო უსაფრთხოების მიზნით, 2018 წლის ბოლოს ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო ქუთაისის შემოვლით გზის მეორე ზოლის მშენებლობა, რაშიც 2 წლის განმავლობაში 200 მლნ ლარი დაიხარჯება. მეორე ზოლის მშენებლობა მნიშვნელოვან წილად სიჩქარის ლიმიტისა და მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო გახდა საჭირო. ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი ზოლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ გზაზე ორმხრივი მოძრაობა კვლავ შესაძლებელი გახდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა