საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირების ორგანიზებით, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, ირანიდან სატვირთო ავტომანქანით საქართველოში შემოტანილი იქნა 36 394 ლარის საბაჟო ღირებულების ძრავის ზეთი. საბაჟო მოსაკრებლებისაგან და შესაბამისი გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულების მიერ დეკლარაციაში შეტანილი იქნა ყალბი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ზეთის გატანა თითქოსდა უნდა განხორციელებულიყო სომხეთის რესპუბლიკაში. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული საქონელი, შემდგომი რეალიზაციისათვის, გამოტანილ იქნა საბაჟო ტერმინალიდან და მალულად გადაიტვირთა სხვა სატვირთო ავტომანქანაში, ხოლო ის სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თითქოსდა რეექსპორტით უნდა გაეტანა საქონელი, გამოცხადდა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სადახლო-საავტომობილოს’’ კონტროლის ზონაში, თუმცა სატვირთო ავტომანქანაში რეალობაში ტვირთი განთავსებული არ იყო.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში სამსახურებრივი დახმარების მიზნით, ბრალდებულებმა მიმართეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელსაც მსგავსი სახით - შესაბამისი კონტროლის გარეშე თითოეული ავტომანქანის გატარების შემთხვევაში, ქრთამის სახით შესთავაზეს 500 აშშ დოლარი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 214-ე და 339-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე სამი პირი დააკავა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა