ანა დოლიძე - ვენეციის კომისიისგან ეს რეკომენდაციები მოსალოდნელი იყო და ასევე მოსალოდნელი იყო პარლამენტის თავმჯდომარის სამოსნური ახსნა-განმარტებები

ვენეციის კომისიისგან ეს რეკომენდაციები მოსალოდნელი იყო და ასევე მოსალოდნელი იყო პარლამენტის თავმჯდომარის სამოსნური ახსნა-განმარტებები, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში, ირაკლი კობახიძის დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი შეფასებით, ვენეციის კომისიამ წარადგინა უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები ყველა მიმართულებით.

„ეს მოსალოდნელიც იყო და ასევე მოსალოდნელი იყო პარლამენტის თავმჯდომარის სამოსნური ახსნა-განმარტებები: სკოლაში რომ იცოდნენ ხოლმე, რვეული სახლში დამრჩა და ბებიასთან დავრჩი და ამიტომ დავალება ვერ გავაკეთე, მსგავისი ტიპის თავის გამართლებები, რატომ არ დანერგავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. იმიტომ არ დანერგავს, რომ ასეთ შემთხვევაში უბრალოდ მოუწევს „კლანს“ ნელ-ნელა მოიცადოს, სანამ დააკომპლექტებს უზენაეს სასამართლოს. დღეს მოვედით აქ, რომ ვაჩვენოთ და დავადასტუროთ, რამდენად აპირებს ვენეციის კომისიის პოზიციის გაზიარებას პარლამენტის თავმჯდომარე თუ მსგავსი ტიპის შეხვედრები არის უბრალოდ კეკლუცობა ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინაშე - ეს გაირკვევა ამ შეხვედრის დროს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო