დონალდ ტრამპი - მზად ვარ გიჟ ბერნი სანდერსს და მძინარა ჯო ბაიდენს არჩევნებში დავუპირისპირდე - ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჯო ბაიდენისა და ბერნი სანდერსის სულები, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მის სავარაუდო მეტოქეებს „დემოკრატიული პარტიისგან“, ჯო ბაიდენსა და ბერნი სანდერს.

„ვფიქრობ, გიჟი ბერნი სანდერსი და მძინარა ჯო ბაიდენი ის ორი ფინალისტი იქნება, ვინც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ალბათ საუკეთესო ეკონომიკას დაუპირისპირდება. მზად ვარ ნებისმიერ მათგანს დავუპირსპირდე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვების თანახმად, „დემოკრატიული პარტიიდან“ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის საუკეთესო შანსები ბერნი სანდერსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს აქვთ.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - მზად ვარ გიჟ ბერნი სანდერსს და მძინარა ჯო ბაიდენს არჩევნებში დავუპირისპირდე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა