„ენერგო-პრო ჯორჯია“ ენერგეტიკის დარგობრივი პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ბრალდებებს ეხმაურება

,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ენერგეტიკის დარგის პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ბრალდებებს ეხმაურება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათთვის გაუგებარია დარგის პროფკავშირების მიერ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ შავი პიარის აგორების მიზეზები.

„ინტერპრესნიუსი“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ერთი მხრივ, კომპანიაში ყურადღებით აკვირდებიან და აანალიზებენ თუ რამ გამოიწვია, სრულად „ენერგო-პრო ჯორჯიას" დისკრედიტირებული „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკავშირის მოულოდნელად ასეთი გააქტიურება და შავი პიარის აგორება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ.

მეორე მხრივ კი, კომპანიაში თავს ვალდებულად თვლიან, კვლავ უპასუხონ იმ ცრუ ინფორმაციას, რის ტირაჟირებასაც ახდენს ენერგეტიკის დარგობრივი და „ენერგო-პრო ჯორჯიას" პროფკავშრების ხელმძღვანელები.

სიცრუე #1 - თითქოს ხელფასების კორექტირება 2007 წლიდან არ მომხდარა

სიმართლე - იხილეთ 2007 წლიდან დღემდე საშუალო ხელფასების ზრდის ოფიციალური სტატისტიკა:

2007 წლის საშუალო ხელფასი - 630 ლარი

2010 წლის საშუალო ხელფასი - 700 ლარი

2014 წლის საშუალო ხელფასი - 800 ლარი

2016 წლის საშუალო ხელფასი - 900 ლარი

2019 წლის საშუალო ხელფასი - 1003 ლარი

სიცრუე #2 - მენეჯმენტს და სხვა თანამშრომლებს შორის არსებული ხელფასის თითქოს შეუსაბამო სხვაობა. თითქოს 30 კაციანი მენჯმენტის წლიური სახელფასო ფონდი შეადგენდეს 15 მლნ ლარს.

სიმართლე - მაღალი და საშუალო რგოლის (მათ შორის მომსახურების ცენტრის მენეჯერის, მთავარი ინჟინერის, უბნის უფროსის, ბილინგის მენეჯერის) ჯამში 450-ზე მეტი ადმიანის წლიური ხელფასი სულ შეადგენს 14 მლნ-მდე ლარს. შესაბამისად ცილისწამებაა თითქოს 30 კაციანი ჯუფის ხელფასი 15 მლნ ლარია.

სიცრუე #3 თითქოს მასიურად ხდება კომპანიიდან პროფესიონალი კადრების გადინება

სიმართლე - კომპანიიდან კადრების გადინება (5% საშულოდ წლიური) სრულ თანხვედრაშია იმ მაჩვენებელთან რაც დასაშვებია ამ სიდიდის კომპანიისთვის. საპირისპიროდ, არსებობს პრეტენდენტთა სარეზერვო დიდი სია, რომლეთაც კომპანიაში არსებული გამჭვირვალე საკადრო პროცედურის გავლის შემდეგ, შესაძლებლობა ეძლევათ ავტომატურად დააკომპლექტონ ვაკანტური პოზიციები. რაც შეეხება, პროფესიონალ კადრებს, არც ერთი იმ ღირებული და მაღალპროფესიონალური ენერგეტიკოსის, რომლითაც მუდამ ამაყობს „ენერგო-პრო ჯორჯია“, კომპანიიდან გადინება არ მომხდარა.

სიცრუე #4 - თითქოს კომპანიაში არ ხდება ზეგანაკვეთური შორმის ანაზღაურება.

სიმართლე - სტიქიის თუ უამინდობის ან მასშტაბური სამუშაოების გამო გაწეული ზეგანაკვეთურ საქმიანობას კომპანია რა თქმაუნდა, ანაზღაურებს. სხვა შემთხვევებში კი შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში ხდება დღემაგიერის გამოყენება.

სიცრუე #5 - თითქოს 2018 წელს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 10 ადამიანი გარდაიცვალა.

სიმართლე - 2018 წელს სამწუხაროდ მართლაც დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების დარღვევის არაერთი ფაქტი, ზოგიერთ შემთხვევაში სამწუხაროდ, დადგა ფატალური შედეგიც, თუმცა რა თქმა უნდა, 10 შემთხვევა არის სიცრუე.

სიცრუე #6 - თითქოს კომპანიაში 2018 წელს ჩამოყალიბდა შრომის უსაფრთხოების მაკონტროლირებელი ერთეული.

სიმართლე - "ენერგო-პრო ჯორჯიაში", შრომის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, ყოველთვის არსებობდა ძლიერი ერთეული.

რაც შეეხება ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" და კომპანიის პროფკავშირის ურთიერთობას, 1 თვის წინ გაფორმდა კოლექტიური ხელშეკრულება, რაც ადასტურებს თანამშრომლობის ფაქტს. ყველა მათი მცდელობა კომპანიის მომსახურების ცენტრებში, რომ მოეხდინათ ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის პარალიზება, კრახით დასრულა. ფიქსირდება კომპანიის ისედაც სუსტი პროფკავშირების წევრთა კიდევ უფრო შემცირება. მათი რაოდენობა, ამჟამინდელი მდგომარეობითაც, არ აღემატება თანამშრომლეთა საერთო რაოდენობის 28 %-ს.

თანამშრომელთა ნაწილმა, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" პროფკავშირისთვის თანხის გადარიცხვას, ამჯობინა საკუთარი თანხა მიმართოს საპენსიო ფონდში. შესაბამისად, წევრების გადინების მიზეზი უნდა ეძებენონ იმაში, რომ ერთის მხრივ თანამშრომლებს მუდმივად კვებავენ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ხოლო მეორე მხრივ, არანაირ ქმედით დახმარებას არ უწევენ თავიანთ წევრებს, მიუხედავად მათი მოვალეობისა.

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს, მენეჯმენტი მუდმივად თვლიდა და თვლის თავს ვალდებულად, რომ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში თანამშრომელს მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია და ამის მრავალი მაგალითი არსებობს, თუმცა ცრუ ინფორმაციებზე დაფუძვნებული მოლოდინების გაჩენასაც პრინციპულად არ ეთანხმება. კომპანია ურყევად გააგრძელებს იმ საკადრო თუ სახელფასო პოლიტიკის განხირციელებას, რასაც ერთი მხრივ, უზრუნველწყოფს საკუთარი მოგებიდან, ხოლო მეორე მხრივ, რისი საშუალებაც ეძლევა ქვეყანაში არსებული რეგულაციების ფარეგლებში,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო