რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ეზიდ თემს „აიდა სარსალეს” დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ეზიდ თემს „აიდა სარსალეს” დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს ეზიდები „აიდა სარსალეს” დღესასწაულობენ, რაც მათი რელიგიური კალენდრის მიხედვით, ახალი წლის დადგომას ნიშნავს და ყოველწლიურად აპრილის თვეში აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ფერადი კვერცხებით და მინდვრის ყვავილებით ხვდებიან. კვერცხი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, ახალ სიცოცხლეს, ახალ სამყაროს უკავშირდება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ეზიდ თემს დღესასწაულს და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო