კახა კალაძე - არის სერიოზული მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს განხორციელება შესაძლებელია

„ჩვენ გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა და იმ რაიონების სრული სურათი მივიღოთ, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთება, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ზოგიერთ რაიონში ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები. როგორც კალაძემ აღნიშნა, არის მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტრო გაკეთდეს.

„უახლოეს მომავალში აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური ფონდი თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. ჩვენ გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა და იმ რაიონების სრული სურათი მივიღოთ, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა და პრობლემას წარმოადგენს. კვლევის შედეგად ვნახავთ, თუ რისი გაკეთებაა საინტერესო ამ რაიონებში. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, შეიძლება ეს იყოს მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით არის სერიოზული მოსაზრება, რომ მიწისზედა მეტროს განხორციელება შესაძლებელია. შესაბამისად, კვლევა ჩვენ გვაჩვენებს, ყველაფერს, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით განვვითარდეთ. რამდენიმე კვირაში დაიწყება კვლევითი სამუშაოები და გვექნება სრული სურათი, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტს 2019 წლის ბოლომდე შეიმუშავებს.

„თქვენ იცით, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ტენდერი პროექტზე. უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ის დაიწყებს პროექტზე მუშაობას. წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად სრული პროექტი, რის შემდეგაც სამშენებლო ტენდერს გამოვაცხადებთ და დავიწყებთ მის განხორციელებას,“ - აღნიშნა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო