ექიმების განცხადებით, „პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მუშების მდგომარეობა გაუმჯობესებულია

თავისუფლების მოედანზე, „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებული სამივე მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორი პაციენტი „ამტელ ჰოსპიტალში“, მესამე კი ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

როგორც "ამტელ ჰოსპიტალის" ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ბესიკ წივწივაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მშენებლობაზე დაშავებული ორი მუშის, 21 წლის გიორგი ლიპარტელიანისა და 19 წლის ნოდარ ჩახალიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

როგორც ის განმარტავს, დაშავებული ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ისინი დაახლოებით, 8-9 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. ექიმის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, დაშავებულებს 48 საათის განმავლობაში სერიოზული დაზიანებები არ გამოუვლინდებათ, ამბულატორიული მკურნალობისთვის გაეწერებიან.

"ჩვენს კლინიკაში მოყვანილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთი 21 წლისაა, მეორე 19-ის. მათი გადმოცემით, მუშაობის დროს სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. სიმაღლე დაახლოებით, 8-9 მეტრია. მათ მიიღეს, როგორც ქალა ტვინის ტრავმა, ასევე სხეულის ზოგადი ტრავმაც. მათ გუშინ პოლოპროფილირებული გამოკვლევა ჩაუტარდათ, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე ექოსკოპიური, რენდგენოლოგიური გამოკვლევა გაუკეთდათ. ისინი კლინიკაში დინამიკაში დაკვირვების მიზნით მოთავსდნენ. ამ ეტაპზე მათ ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროებათ. თუ 48 საათში არ გამოიკვეთება რამე სერიოზული დაზიანება, ასეთ პაციენტებს, მესამე-მეოთხე დღეს ამბოლატიური მკურნალობის გასაგრძელებლად ვუშვებთ.

დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია დადებითი მდგომარეობით, ანუ გაუმჯობესებულია. მათ აქვთ თავის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულ-მკერდის დაჟეჟილობა, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. საბედნიეროდ, შინაგანი ორგანოების ტრავმული დაზიანება არ აღენიშნებათ", - განაცხადა წვიწვივაძემ.

რაც შეეხება დავით ოჩხიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც ინგოროყვას სამედიცინო კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, მას განმეორებითი კვლევები ჩაუტარდება და მკურნალი ექიმის განცხადებით, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, ღამის განმავლობაში გართულებები არ ყოფილა, ოპერაცია არ ჩატარებია, რადგან ამის საჭიროება არ იყო. ამ პაციენტისათვის განმეორებითი კვლევების ჩატარებაა დაგეგმილი", - აცხადებს ხუჭუა.

მისივე განმარტებით, დაშავებული მუშა კლინიკაში მრავლობითი დაზინებებით შევიდა, კერძოდ, აღენიშნებოდა ქალა ტვინის ტრავმა, ტვინის შერყევა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, მუცლის დახურული ტრავმა.

ცნობისთვის, „პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან გუშინ სამი მუშა ჩამოვარდა. შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა