„ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები უმრავლესობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებენ

„ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები უმრავლესობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი, არსებული ვითარებიდან, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნამაც შექმნა.

დეპუტატის თქმით, კობახიძის კანონპროექტი გაკრიტიკებულია ყველა მიმართულებით და მის ალტერნატივად 13 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სთავაზობს უმრავლესობას.

ეკა ბესელიას განცხადებით, სწორედ მისი და 12 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი პასუხობს იმ კრიტერიუმებს, რომელიც ღიად დააყენა ვენეციის კომისიამ. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ის მზად არის კანონპროექტში კორექტირება შეიტანოს, თუ შედეგად კანონპროექტი დამტკიცებისთვის საჭირო 76 ხმას მიიღებს.

„მმართველ პარტიას გამოსავალს ვთავაზობთ, რომ ჩააგდონ ირაკლი კობახიძის კანონპროექტი. ეს კანონპროექტი პრინციპების დონეზე შესაცვლელია. ამ კანონპროექტის მიღება იქნება წასვლა ყველას წინააღმდეგ, ეს კანონპროექტი უნდა ჩავარდეს. ჩვენი კანონპროექტი, რომელიც ამ კვირაში უნდა წარსდგეს სესიაზე, ითვალისწინებს ყველა იმ პრინციპს, რასაც ვენეციის კომისია რეკომენდაციის სახით იძლევა. კონსენსუსისთვის მზად ვართ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ თუ ეს საჭიროა იმისთვის, რომ მან მიიღოს 76 დეპუტატის ხმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა