დავით ზალკალიანი - კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს

კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, - ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის ვიზიტი საქართველოში.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კვიპროსი საქართველოს სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერია.

„უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც ისტორიული ვიზიტია. კვიპროსი არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი ღონისძიებები რაც არის დაგეგმილი იქაც გვექნება კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა. დღეს აღინიშნა, რომ აუცილებელია ეკონომიკური განზომილების კიდევ უფრო მეტად წამოწევა, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და ვფიქრობ, ეს ვიზიტი თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს“,- განაცხადა ზალკალიანმა.

კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი საქართველოს გუშინ ეწვია. მას მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი, ხვალ კი ქვეყანას დატოვებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო