სალომე ზურაბიშვილი - კვიპროსის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ორი სტაბილური ქვეყანა, თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტს

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ორი სტაბილური ქვეყანა, თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტთან, ნიკოს ანასტასიადისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ერთობლივი გამოცდილებაა საქართველოსა და კვიპროსისთვის, რომლებიც დამოუკიდებლობის გამყარებას ყველანაირად ცდილობენ.

სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ორი სტაბილური ქვეყანა, თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტს. ჩვენ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვიაროთ ამ პრობლემის გადაწყვეტისკენ. ეს არის ასევე ერთობლივი გამოცდილება ორი პატარა ქვეყნისთვის, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ თავიანთი დამოუკიდებლობა გაამყარონ.

მინდა, ასევე, მადლობა მოვახსენო კვიპროსის პრეზიდენტს იმისთვის, რომ კვიპროსი მონაწილეობას იღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენს საოკუპაციო ხაზზე. კვიპროსს სამი წარმომადგენელი ჰყავს ამ მისიაში და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ჩემთვის. ეს გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფო დამოუკიდებლობისადმი,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს